

გერმანელმა მეცნიერმა და მასწავლებელმა ედგარ სენდერმა ფარდა ახადა ამ შოკისმომგვრელ სიმართლეს, რომელიც იმალება ძმების ზღაპრის უკან. ოთხწლიანი კვლევის შედეგად ის გვაწვდის შემდეგ ინფორმაციას: ფიფქია იყო გერმანიის გრაფინია მარგარიტა, ხოლო პრინცი კი ესპანეთის მეფე ფილიპ II. მართალია ფიფქიას ნამდვილად ჰყავდა ბოროტი დედინაცვალი, მაგრამ იგი ფიფქიას სიკვდილთან არაფერ შუაშია. გრაფინიას და მეფეს მართლაც ძალაინ უყვარდათ ერთმანეთი და საქმე ქორწილამდე როცა მივიდა, მაშინ აქ ჩაერია ესპანეთის საიდუმლო პოლიცია, რომელმაც მოწამლა ფიფქია, რადგან, მათი აზრით, ამ ორის ქორწინება ქვეყნებისათვის ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა.
ჯუჯები, რომლებმაც ზღაპარში ფიფქია გადაარჩინეს, აქ ვერაფერს გახდნენ, რადგან ისინი ჯერ ბავშვები იყვნენ და დღეში 12 საათი მუშაობდნენ სპილენძის მაღაროში, რომელიც ფიფქიას ძმას ეკუთვნოდა. მძიმე მუშაობისგან 15 წლისანი უკვე ჭაღარა და წელში მოხრილები იყვნენ.
ფიფქია მართლაც მოწამლულმა ვაშლმა იმსხვერპლა, რომელიც მისმა მებაღემ მოწამლა ესპანეთის საიდუმლო პოლიციის დავალებით.ასე დასრულდა მათი სიყვარულის ამბავი, რომელიც, როგორც ბევრი სხვა, პირად შუღლს და პოლიტიკას შეეწირა.
ამ ამბავს წლების განმავლობაში ყველა სხვადასხვანაირად ყვებოდა და ბოლოს ჩვენამდე ზღაპრის სახით მოაღწია.
მკვლევარი სენდერი ბოლოს აკეთებს დასკვნას"ეჭვი მეპარება, რომ ძმებ გრიმებს რაიმე წარმოდგენა ჰქომდათ ნამდვილ ამბავზე ფიფქიას შესახებ".
წყარო გაზეთი დაიჯესტი 1996წ "national enquirer".
ელენე ქარციძე
No comments:
Post a Comment