Sunday, 28 June 2015

ჩვენი ეპოქა

  ,,ჩვენი ეპოქა" ეს არის კვირის პალიტრის გამომცემლობა, რომელიც  ხუთი ტომისგან შედგება. ამ ხუთ ტომში თავმოყრილია ის მნიშვნელოვანი და ისტორიული სტატიები, რომელიც დაიბეჭდა კვირის პალიტრის გაზეთებში.
პირველ ტომში აღწერილია 1995-1999 წლებში მიმდინარე მოვლენები. ამ ტომში შესული ამონარიდები  ძახილია სიბნელეში , სიღატაკესა და განუკითხაობაში ჩავარდნილი საქართველოდან...
  წიგნის წაკითხვისას გაგიჩნდებათ შთაბეჭდილებაб თითქოსდა 1995-1999 წლების საქართველო გელაპარაკებათ ზუსტად ისე, იმ სიტყვებით, იმ რიტმით, იმ სიმართლით, იმ ტანჯვით, იმ ჰაერით, რომლითაც  სუნთქავდა და ცხოვრობდა.  წიგნში აღწერილია თბილისის და აფხაზეთის ომი, ქვეყანაში მიმდინარე კრიმინალური ქრონიკა და საქმეები, რომლებიც გამოუძიებელი დარჩა. იგი ფოტომასალითაც ძალზე მდიდარია, რაც საშუალებას გაძლევს უფრო თვალსაჩინოდ    წარმოიდგინო ის წარსული, რომელიც გამოიარა საქართველომ.
  მეორე ტომში უკვე აღწერილია 2000-2003 წლების საქართველო და XXI საუკუნის დადგომა. დაიწყო ახალი საუკუნე, მაგრამ არავითარი რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა არც ტექნოლოგიების განვითარების მხრივ და არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში.  ყველაფერი გაყინულია, ერთ ადგილას გაჩერებული. ხალხი ისევ გაჭირვებაში, კორუფციაში და უსამართლობაში  იხრჩობა, მხსნელი კი არსად  ჩანს. 2003 წლის 2 ნოემბერს არჩევნები გაყალბდა , დანაშაულთა რიცხვი კი იზრდება. სიმართლისთვის მოკლეს ჟურნალისტი გიორგი სანაია. ხალხმა ყველაზე მძიმედ განიცადა მისი სიკვდილი. 2000-2003 წლებში იმდენი რამ მოხდა, სამ საუკუნედ მოეჩვენება ადამიანს. საზოგადოება ვეღარ უძლებს  ამგვარ ცხოვრებას, უფრო სწორად, ყოფას და იწყება რევულუცია არა იარაღით, არამედ ვარდებით. ამ წიგნში ყოველი ეს აღწერილია ისე, რომ შეიგრძნობ იმ ტკივილს, რასაც გრძნობდა ქართველი ერი ამ ეპოქაში.
  მესამე ტომი- 2004-2007 წლები. შავი ღრუბლებით დაფარული ცა გაჭრა მზის სხივმა, გაანათა და მიმოფანტა ეს ღრუბლები, მხოლოდ მიმოფანტა, თუმცა  შავი ღრუბლები ისევ ცაზე იყო, მაგრამ ამას ადამიანები ვერ ამჩნევდნენ, იმედის თვალით შეხედეს ცხოვრებას მოვიდა ახალი ლიდერი, რომელიც ზღაპრულ ცხოვრებას ჰპირდებოდა ყველას. ,, ჩვენი ეპოქის" ამ ტომში  სწორედ ამგვარი მდგომარეობაა აღწერილი  და  ისიც, თუ რამდენად გამართლდა მათი იმედები. აქ სულ ოთხი თემაა: 1. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტია     2. პრემიერ-მინისტრი გაზით გაიგუდა   3.ირინა ენუქიძე: ,, სანდრო რევულუციას მოაწყობს"    4. ტიროდა 7 ნოემბრის საქართველო...
  მეოთხე ტომი 2008 წელი (08.08.08). ეს ტომი  მთლიანად 2008 წლის ომს მიეძღვნა. ამ ომმა ყველაფერი შეცვალა, ეს  იყო შავი წელიწადი
  საქართველოსთვის, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაგვაკარგვინა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ,,ომი არის ფაქტი, რომელიც თითქმის აღარაფერს გიტოვებს განსასჯელად". ჩვენი რეალური ცხოვრება უბრალოდ აისახა ამ ომის აღწერით. ამ ტომში საკმაოდ მძიმე თემებია მოცემული: 1. რეპორტაჟი ცხელი წერტილიდან ,, რუსები დაგვხოცავენ"   2. ოპერაცია  ,, ჩანგალი" ჭილყვავურად!    3. ,, დედა გადამეფარა"   4. ალეკო ელისაშვილის  ,,ომის დღიური"   4.  აგვისტოს ომის ანალიზი.
  წიგნი აგრეთვე შევსებულია ფოტოებით, რომლებიც დაგვანახებს რელურ სურათებს და გავაგებინებს, თუ რამდენად სასტიკია ცხოვრება.
  მეხუთე ტომი- 2009-2014 წლები. ,,ჩვენი ეპოქა" კვლავ გვიხატავს  საქართველოს რელურ სურათებს.
  ეს წიგნი წარმოადგენს ერთგვარ არქივს, სადაც ინახება ფაქტები, მოვლენები, ტკივილი და ტანჯვა, იმედის გამოჩენა და დაკარგვა, ხალხის გამოფხიზლება და ბრძოლა უდრეკად  უსამართლობის  წინააღმდეგ. ხალხი აღარ შეურიგდა სიკვდილს, უსამართლობას, თითქოსდა მათ შეისმინეს გალაკტიონის ლექსი ,,ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს". გამოვიდა ქართველი ერი სიბნელიდან, დაამსხვრია ბორკილები და აგრძელებს წინსვლას  მიზნისკენ....

ელიტა ჯინჯოლია


No comments:

Post a Comment