დებიუტი

 გვანცა მაღლაკელიძე დაიბადა 1994 წლის 29 მარტს  ზესტაფონში, სწავლობდა შორაპნის ზაზა ფერაძის სახელობის საჯარო სკოლაშიამამად არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურნალისტიკის სპეციალობის III კურსის სტუდენტი.  ,,ლექსების წერა დაახლოებით 13-14 წლისამ დავიწყე, კარგად არც მახსოვს რატომ, უბრალოდ ჩემთვის ვწერდი   ძირითადად თეთრ ლექსებ, საკმაოდ ბევრი ლექსი მქონდა თუმცა ის ლექსები ჩემმა გაუბედაობამ შეიწირა და ერთიანად დავწვი. მერე გავბედე და ერთი ლექსი კლასელს წავაკითხე, ჩემდა გასაკვირად ძალიან მოეწონა და ხმამაღლა წაუკითხა ჩემს სხვა კლასელებს,  ძალიან მეუხერხულა ეს სიტუაცია, არც მეგონა ბავშვებს თუ მოეწონებოდათ, ამის შემდეგ გავთამამდი და წერა ყველასთვის დავიწყე’’.








წამოდი მთაში წავიდეთ,
ფერდობზე დავდგათ კარავი,
მხოლოდ მე და შენ ვიქნებით,
სხვა მეტი არ გვინდა არავინ.
გამომყეახლავე წავიდეთ,
ცხენს შემოვადგავ უნაგირს,
წამომყე ბარში რა გვინდა?!
ქალაქს გავშორდეთ უვარგისს.
წამოდი მთაში წაგიყვან,
კოცონს დავანთებთ გიზგიზას,
მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით,
მერე გვესტუმროს ვინც გინდა.
წამოდი მთაში გამომყე,
ღამე გაგათბობ ალერსით,
ამბებს გიამბობ ქვეყნისას,
ხმალს ჩაგაბარებ გალესილს.
მომეცი ხელი წავიდეთ,
სადაც არწივი ნავარდობს.
ჯიხვებს გაჩვენებ რქაგრეხილს,
დაგალევინებ მთის წყაროს.
წავიდეთ მთაში ჩვენ ერთად,
ფერდობზე გავშალოთ კარავი,
მთებშია თავისუფლება,
არ შეგვაწუხებს არავინ.
წამოდი მთაში წავიდეთ,
ფერდობზე დავდგათ კარავი,
მხოლოდ მე და შენ ვიქნებით,
სხვა მეტი არ გვინდა არავინ.


*-*

რისი გეშინიამიდი და უთხარი,
უთხარი რომ გიყვარს,-ვეღარ ძლებ უმისოდ,
უბრალოდ მიდი და შეხედე თვალებში,
დროს ნუღა დახარჯავუქმად და უმიზნოდ.
მოკიდე ხელი და წადით შორს აქედან
უბრალოდ აქციე ის შენს დედოფლად,
აუგე სასახლე ცხრა მთის გადაღმა,
ხომ იცი ორივეს ქოხიც რომ გეყოფათ.
ზღაპრები უამბე ანთებულ კოცონთან,
და თუკი შესცივდამოხვიე მკლავები,
არ შეგეშინდეს უკან ნუ დაიხევ,
იცოდე სიყვარულს ვერ დაემალები.
რისი გეშინიამიდი და უთხარი,
დროს ნუღა დახარჯავფუჭად და უმიზნოდ,
უბრალოდ უთხარი რომ გიყვარს ძალიან,
და რომ ვეღარ ძლებმოკვდები უმისოდ

*-*

შუაღამისას მტკივდები იცი?!
და მონატრებაც თავისას შვება,
ახლა აქ უნდა მყოლოდი ვიცი,
 მოგონებებით ვეღარ ვგრძნობ შვებას.
არ უნდა მეთქვა სათქმელი შენთვის,
ან იქნებ შენ არ გეკითხა რამე,
შუაღამისას მტკივდები იცი?!
და ისევ იტანს თავისას ღამე.
წახვედიიქნებ სულ ჯობდა წასვლა,
ან დარჩენასაცთუ ჰქონდა აზრი,
იქნებ არ მეთქვა სათქმელი შენთვის,
და მაინც მომდის ჩემ თავზე ბრაზი.
დაკარგულს მაინც იპოვნის ვინმე,
ალბათ მიპოვნის ქუჩაში ვიღაც,
შუაღამისას მტკივდები იცი?!
ტკივილს მიმატებსტიალი წვიმაც.
ღამდება ისევ იწყება ფიქრი,
და მონატრებაც თავისას შვება,
ახლა აქ უნდა მყოლოდი ვიცი,

მოგონებებით ვეღარ ვგრძნობ შვებას.







* * *





მაპატიე სიყვარულისთვის?!
    

  ადამიანები გრძნობენ. გრძნობენ ცუდს და კარგს, გრძნობენ ყველაფერს. სწორედ გრძნობები განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებას. გრძნობას ყველა სხვადასხვაგვარად გამოხატავს, ზოგი ყვირის, ზოგი ტირის, ზოგი იღიმება, ზოგი კი წერს. წერს და სურს, რომ მისი ფიქრები და გრძნობები ყველას გააგებინოს. ალბათ იცით, რომელ გრძნობაზე წერენ ყველაზე ხირადგვინდა კიდევ ერთ ასეთ ნაწერსა და მის ავტორზე მოგითხროთ. მარი კირიაკიდი ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი და ახალბედა მწერალია, რომელმაც გადაწყვიტა მისი გრძნობები თქვენთვის გაეზიარებინა. პატარა რომანიმაპატიე სიყვარულისთვისმან ყველა იმ ადამიანს მიუძღვნა, ვინც სიყვარულისთვის პატიებას ითხოვს. ჟურნალისტუდენტობათავად ავტორს გაესაუბრა.
    - მარი, პირველ რიგშისაინტერესოა, რატომ გადაწყვიტე ამ წიგნის დაწერა?
    - ჩემს გონებაში დაგროვილი ფიქრები მინდოდა სხვებისთვის გამეზიარებინა და სიტყვებიმაპატიე სიყვარულისთვისმისულიყო ადსრესატამდე, ანუ ყველა იმ ადამიანამდე, ვისაც პატიება სჭირდება.
   - რამდენი ხნის განმავლობაში წერდი?
   - 2 წლის განმავლობაში ვფიქრობდი დამეწერა თუ არა, გონებაში ყველაფერი დავალაგე და გადავწყვიტე დამეწერა. სულ რაღაც 6 თვეში ჩემი გრძნობები, ემოციები და ფიქრები ფურცელზე გადავიტანე.
   - როგორი იყო შენი განცდები და ემოციები წერის დროს?
   - რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავდი, განვიცდიდი თითოეულ სიტყვას,ამბავს. მე წიგნის დასაწყისში მოვუწოდე მკითხველს, რომ ბოლომდე შემოჭრილიყვნენ რომანის სტიქიაში და გაევლოთ ყველა ის საფეხური, რომელიც მე მისი წერის დროს  გავიარე.
   - შენი აზრით, რას ასწავლის ეს წიგნი სხვებს?
   - ამ კითხვის პასუხს წიგნის შესავალში იპოვით. „მინდა ჩაფიქრდეთ იმაზე, თუ უნიშვნელო ნაბიჯმა რა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიძლება მოახდინოს თქვენს ცხოვრებაში.” წიგნი მაგალითს მისცემს ყველა იმ ადამიანს, ვინც რომანის პერსონაჟებში საკუთარ თავს ამოიცნობს.
   - შენ ამ წიგნში თქვი შენი სათქმელი, რა შეცვალა ამან შენში?
  - ამ რომანმა ჩემი ცხოვრება მრავალფეროვანი გახადა და გამაძლიერა კიდეც.
  - როგორ ფიქრობ, კიდევ დაწერ? თუ ეს ერთადერთი წიგნი იქნება შენი ავტორობით?
   - ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობ, სავარაუდოდ, ეს ერთადერთი იქნება.
  - ვიცით, რომ წიგნის გამოცემამდე დეტალები საიდუმლოა, ხომ არ დაუშვებდით გამონაკლისს ჟურნალ "სტუდენტობისთვის"?
  - დიახ, რა თქმა უნდა. რომანის გარკვეული ნაწილი წერილებისაგან შედგება, რამდენიმე მათგანს აუცილებლად გაგიზიარებთ.
  - რას უსურვებ ჩვენს ჟურნალს და სტუდენტებს?
  - სტუდენტებს ვუსურვებ სწავლის წარმატებით დამთავრებას და წინსვლას ცხოვრებაში. თქვენს ჟურნალს კი ბევრ საინტერესო სტატიას და მაღალ რეიტინგს.
   ექსკლუზიურადსტუდენტობისთვისრამედნიმე წერილი რომანიდან.
    „მახსენდება ის დღე, ბოლოს რომ გნახე, როცა ერთად ვიყავით, რომ მცოდნოდა, რა მოხდებოდა, რომ მცოდნოდა, ბოლოჯერრ გკიდებდი ხელს, შენთან ერთად გათენებამდე ვივლიდი იმ წვიმიან ქუჩებში. როგორ მახსოვს ის დღე, ჩემთან რომ ვიყავით, ვსაუბრობდით... შენ ცუდ ხასიათზე იყავი, ალბათ გრძნობდი, რომ ჩვენი ერთად ყოფნის ბოლო დღე იყო. როგორ მენატრები, როგორ მტკივა გული, ვერ აღგიწერ. არ მეგონა, ასე თუ მიმატოვებდი. ასე უცებ. შენ ხომ ბევრი იბრძოლე ჩემთვის. მენატრები უსაზღვროდ. ვცდილობ ჩემი ტკივილი გავუზიარო ფურცლებს.”
    „შენ ის ერთადერთი ხარ, ვინც ხმით ვიტირე, შენ ის ერთადერთი ხარ ვინც შევიყვარე, შენ ის ერთადერთი ხარ, ვინც ჩემს სულში დავაბინავე, ის ერთადერთი, ვინც სულის საზღვრებს გასცდა, შენ ერთადერთი ხარ, ჩემი ღმერთი, ჩემი საგალობელი, ჩემი ვედრება ხარ უფლისადმი. როგორ მიყვარდა შენი თითების შეხება, შენი გრძნობების სიღრმე, ის დაუღალავი მზერა, ის თვალები, სულის სიმაღლეს რომ ამჟღავნებდა, შენი მოჩუქურთმებული ყოველი სიტყვა, რაც შენ გიყვარდა მეც ის შევიყვარე, მთელი შენი სამყარო. ვერ წარმოიდგენ, როგორი რთული და მძიმეა ის ტვირთი, რომელიც შენ დამიტოვე. ვფიქრობ, ნუთუ ისევ ვიქნები ისეთი ბედნიერი როგორც შენთან, მაგრამ ვეჭვობ, რადგან შენგან დარჩენილი ტკივილი არასოდეს გამიქრება. მხოლოდ შენ თუ შეძლებ ამ ტკივილის გაქრობას.“
     წაიკითხეთ, განიცადეთ და გაიზიარეთ ამ ღვთიურ გრძნობაზე დაწერილი კიდევ ერთი ნაწარმოები. მერწმუნეთ, არ ინანებთ.
                                                                                        
სოფიო მანჯგალაძე



















No comments:

Post a Comment