ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის
უახლოესი პერიოდის სახვითი ხელოვნების განვითარება უკავშირდება გასული საუკუნის
50-იანი წლების მიწურულს,როცა ქუთაისში თავი მოიყარეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის
კურსდამთავრებულებმა.უამრავი ნიჭიერი ადამიანის არსებობამ განაპირობა გალერეის შექმნა.1961
წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით ქუთაისში გაიხსნა სახვითი ხელოვნებისგალერეა,რომელსაც
კულტურის სამინისტრომ გადასცა სამხატვრო ფონდში დაცული ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრები.2
წლის შემდეგ გალერეის ფართი დაეთმო მხატვართა კავშირს.ამ ყველაფერმა წამოჭრა ახალი
გალერეის დაარსების აუცილებლობა და აი 1976 წლის 27 აპრის ქუთაისის ისტორიულ ცენტრჭი
მდებარე შენობაში გაიხსნა სახვითი ხელოვნების გალერეა.1988 წლიდან გალერეას ეწოდა დიდი
ქართველი მოდერნისტი მხატვრის დავით კაკაბაძის სახელი.
დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის
ფერწერის ფონდში დაცულია 700-ზე მეტი ფერწერული ტილო,როგორც ქართველი მხატვრებისა ისე
უცხოელების.ქანდაკების ფონდში კი 232 სკულპტურული ნაშრომი.გალერეას ასევე აქვს თეარტრალურ-დეკორაციული
ხელოვნების ფონდი,რომელშიც დაცული ნიმუშები
ქმნის მე-20 საუკუნის ქართული თეატრალურ-დეკორაციული მხატვრობის განვითარების
ზოგად სურათს.და ბოლოს გალერეას აქვს დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფონდიც რომელიც
ნათლად წარმოაჩენს ქართულ სამხატვრო სივრცეში მიმდინახე ტენდენციებს და ჟანრულ-სტილისტურ
მრავალფეროვნებას.
დაინტერესებულია დღევანდელი სტუდენტობა ხელოვნებით?ამ
ყველაფრის გამოსარკვევად ჩვენ გალერეას ვესტუმრეთ
გალერეაში
შესვლისთანავე,აღსანიშნავია,ხელოვნების სურნელი და იმ ესთეტიური სიამოვნების სამომავლო
განცდის შეგრძნება რომელიც იქ შემსვლელ ყველა დამთვარიელებელს ელოდება.შევედით თუ არა
გალერეაში მაშინვე შეგვეგებნენ პირმცინარი ქალბატონები,რომლებმაც თავიდანვე დადებითად
განგვაწყვეს გალერეის პერსონალის მიმათ.ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ მეთვალყურეს,რომელმაც
ყველა დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგვცა და საგამოფენო დარბაზისკენ გაგვიძღვა.დაგვათვალიერებინა
ქართველი და არამარტო ქართველი მხატვრების ნამუშევრები და დაინტერესების შესაბამის
ყველა ნახატზე გვითხრა ორიოდ სიტყვა.
დარბაზის დათვალიერების შემდეგ გალერეის გზამკვლევიც
გვისახსოვრეს და იმ იმედით დაგვემშვიდობნენ რომ ჩვენი სტატიის შემდეგ უფრო მეტი სტუმარი(სტუდენტი)
ეწვეოდა გალერეას.საყურადღებოა ის ფაქტი რომ სტუდენტებისთვის სპეციალური ფასდაკლება
მოქმედებს,თუ მაგალითად უბრალო დამთვალიერებელი 2 ლარს იხდის სტუდენტს მხოლოდ 1 ლარად
შეუძლია დაათვალიეროს ეს მართლას უმშვენიერესი საგანძური.
ემოციებით დატვირთულები უნივერსიტეტში ავედით და
სტუდენტების საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოვკითხეთ.შედეგმა კი ძალიან გაგვაოცა და ცოტა
გაგვაბრაზა კიდეც.აღმოჩნდა რომ სტუდენტების 70%_მა იცოდა რომ ქუთაისში გალერეა არსებობდა
მაგრამ მათი 20%-ც კი არ იყო ნამყოფი მასში.
ჩემი აზრით ტრაგედიაა ის ფაქტიც,რომ თავად ქუთაისლებიც
კი არ არიან ნამყოფი გალერეაში,არათუ რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტობა.მინდა მოვუწოდო
ყველა სტუდენტს ვისაც აქვს შინაგანი მოთხოვნილება მიიღოს უმაღლესი ესთეტიური სიამოვნება
და ეზიაროს ნამდვილ ხელოვნებას ჩაკიდეთ ერთმანეთს ხელი და ეწვიეთ დავით კაკაბაძის სახელობის
ქუთაისი სახვითი ხელოვნების გალერეას რადგან ეს ის ადგილია სადაც ნამდვილად სულ გელიან
და ყოველთვის მზად არიან გიმასპინძლონ.
ჩემი სტატია მინდა დავამთავრო ერთ-ერთი მეთვალყურის
სიტყვებით: ‘’კომპიუტერით ნანახი ნახატი რა თქმა უნდა ატარებს ღირებულებას მაგრამ როცა
ამ ყველაფერს ცოცხლად ნახულობ ეს ნამდვილი სიამოვნებაა.’’
ვ.კაჩუხაშვილი
No comments:
Post a Comment