როგორ ვუშველოთ თავს თუკი გავცივდით
აუცილებლად გამოგადგებათ ბებიების დროინდელი გაციების საწინააღმდეგო რეცეპტები, მე რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ, რომლებიც უფრო ეფექტურად მოქმედებს.
1. სურდოს წინააღმდეგ საბრძოლველად უამრავი ხალხური მეთოდი არსებობს, მათ შორის ყველაზე მარტივია ვაშლის ძმრისა და თაფლის ნაყენი. როგორც კი სურდოს პირველ ნიშნებს შეამჩნევთ, ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში გახსენით ორი სუფრის კოვზი თაფლი და ორი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. დალიეთ ცხელი, ღამით, ძილის წინ კვლავ მოამზადეთ ნაყენი და ისევ დალიეთ.
2. გაციების პროფილაქტიკისათვის ერთი რეცეპტი არსებობს, რომელსაც ხახვის ჩაი ეწოდება: 1 თავი ხახვი გარეცხეთ, დაჭერით და მდუღარე დაასხით. დააყოვნეთ 3 წუთი, შემდეგ წვენი გადმოწურეთ. მიღებული ნაყენი გაკეთებისთანავე უნდა დალიოთ, რადგან მასში შემავალი ვიტამინები ცხელ წყალში იშლება. გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ცოტა თაფლი დაუმატოთ.
3. ასკილის ჩაი - C ვიტამინის შესანიშნავი წყაროა. 3 ს.კ. ხმელ, დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და დატოვეთ თერმოსში მთელი ღამით. მეორე დღეს გაწურეთ და დალიეთ დღის განმავლობაში ცოტცოტა..
თუკი ხალხურმა მეთოდებმა არ გიშველათ და სურდო კვლავ გაწუხებთ აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.
გ.მაღლაკელიძე
აბსურდული კანონები
„კანონები იმისთვისაა რომ დაარღვიო“ ხოლო თუ რა გელით როცა კანონს არღვევთ ალბათ ესეც ყველასთვის ცნობილი იქნება, მსოფლიოში უამრავი კანონია, რომლის დარღვევის შემთხვევაში ან ციხე ან ჯარიმა გემუქრებათ.
„კანონები ჩვეულებრივ ადამიანზე იწერება და ამიტომ ისინი უბრალოდ ჯანსაღ აზრზე უნდა იყოს დაფუძნებული“ თქვა თომას ჯეფერსონმა ამ შესანიშნავი პიროვნების ნათქვამი ყველამ დაივიწყა, აი ზუსტად ამიტომ არსებობს აბსურდული კანონებიც,, მაგალითად არსებობს კანონები, რომლებიც ადამიანებსა და ცხოველებს შორის ურთიერთობას არეგულირებს და აი ისინიც:
1.საფრანგეთში კანონით აკრძლულია ღორებისათვის „ნაპოლეონის“ დარქმევა.
2. მიჩიგანის შტატში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე სასტიკად აკრძალულია რვაფეხას მოკვლა
3. აიდაჰოს შტატში აკრძალულია თევზაობა თუკი ამას აქლემზე ამხედრებული აკეთრბთ
4. ლონდონში ნებისმიერი მკვდარი ზვიგენი, რომელიც ნაპირზე გამოირიყება ეკუთვნის სამეფო ოჯახს, თავი_მეფეს, კუდი_ დედოფალს
რაც შეეხებათ ქალებს:
1.ოჰაიოს შტატში ქალებს ეკრძალებათ ლაკის ფეხსაცმლის ტარება, მიზეზი კი იმაში მდგომარეობს,რომ შეიძლება მამაკაცებმა მათში ტრუსების ანარეკლი დაინახონ.
2.ფლორიდაში გაუთხოვარ ქალებს პარაშუტით ხტომა ეკრძალებათ,
3. ლონდონში კანონითაა აკრძალული ცხრა საათის შემდეგ ცოლის ცემა, მეზობლები მისმა კივილმა რომ არ შეაწუხონ,
4. ვერმონტის შტატში ქალს არ შეუძლია ქმრის ნებართვის გარეშე ჩაისვას კბილები, ამას კანონი კრძალავს.
მსგავს სულელურ და აბსურდულ კანონებს შეხვდებით ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის უკვე საქართველოშიც, ქართული კანონი კრძალავს ერთ წლამდე გოჭების სიკვდილს.
გ.მაღლაკელიძე
No comments:
Post a Comment