ბოლო დროს ძალიან მოდური
გახდა პროფესიონალური ფოტოაპარატით ქუჩაში სიარული და ძალიან ბევრი ფოტოს
გადაღება.საინტერესოა ის ფაქტიც,რომ ყველა, ვინც კარგი კამერა იყიდა, კარგ ფოტოგრაფად თვლის თავს.ასევე სტუდენტები შეპყრობილი ვართს ,,სელფის’’
მანიით.სინამდვილეში რა არის ნამდვილი ფოტოგრაფია?რამდენად შეუძლია ყველას
გადაიღოს კარგი ფოტო?ან ვის უნდა მივმართოთ ქუთაისში,თუ გვსურს ფოტოს გადაღების
ტექნიკას უფრო ღრმად ჩავწვდეთ?ამ კითხვებით მივმართეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფოტოხელოვნების ლექტორს ია ჩარკვიანს, რომელიც თავად უძღვება
ფოტოხელოვნების ტრენინგ–პროგრამას.
-მოგესალმებით!გთხოვთ გვითხრათ, თუ რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
-მოგესალმებით!მე ეს პროფესია თვითონ არ ამირჩევია, უბრალოდ, ოჯახური ტრადიციის გაგრძელება მომიწია.მამაჩემი , არსენ ჩარკვიანი ცნობილი ფოტოხელოვანი გახლდათ ის მუშაობდა წამყვან ჟურნალ-გაზეთებში, ჰქონდა პროფესიული მიღწევები. იაპონიაში გამოიცა ერთმეტრიანი ფერადი კალენდარი, რომელშიც მამაჩემის სლაიდები იყო დაბეჭდილი.გარდამავალი პერიოდის საზოგადოებრივ-ეკონომიკურმა პროტესტმა უარყოფითად იმოქმედა მამის შემოქმედებით საქმიანობაზეც.1991წელს მოსკოვში დაიბეჭდა კლიშები ფოტოალბომი სვანეთსათვის,რომელიც დღესაც გაყინულია გამომცემლობა "საქართველოში." ამან და სხვა გარემოებამ გადამაწყვეტინა გადამედგა ნაბიჯები ამ პროფესიაში და მეკეთებინა ის, რისი განხორციელებაც ვერ მოასწრო არსენ ჩარკვიანმა
-როგორ ფიქრობთ,დღეს საქართველოში ბევრი კარგი ფოტოგრაფია?
-ბევრი კი ნამდვილად არის, მაგრამ რამდენად კარგია, ეს სხვა საკითხია...
-გამიგონია, კარგი ფოტოს გადასაღებად კარგი ფოტოაპარატი აუცილებელი არ არისო,მართალია?
-გეთანხმებით.კარგი ფოტოს გადასაღებად,უპირველესად,მთავარია კარგი ხედვა და არა ბრენდი ფოტოტექნიკა.
-როგორ ფიქრობთ, საქართველოში არიან ფოტოხელოვნების კარგი შემფასებლები?
-მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფიის განვითარება საქართველოში არც თუ ისე პატარა ისტორია აქვს,შემფასებლის ფუნქციას ხშირად არაპროფესიონალები კისრულობენ.
-რამდენად ექცევა ყურადღება ამ სფეროს ჩვენს ქვეყანაში?
-ყურადრება ნაკლებად ექცევა, არადა, ფოტოგრაფიას შეუძლია,სერიოზული სიტყვა თქვას ნებისმიერ სფეროში.საჭიროა მეტი სასწავლო ლიტერატურის გამოცემა,უფრო კვალიფიცირებული მიდგომა ფოტოგრაფიისდმი,წახალისება დარგის საუკეთესო სპეციალისტებისა,მაღალი დონის შემოქმედებითი კონკურსები და ასე შემდეგ.
-რამდენად ხშირია ფოტოხელოვანების გამოფენები ჩვენს ქალაქში?
-ტარდება ხოლმე:მაგალითად,ტრადიციად იქცა ფოტოკონკურსი "ილო" და მისი შემდგომი გამოფენები,კინოფოტომატიანეს მუზეუმი ზოგჯერ გამოფენს-ხოლმე თავის საუკეთესო ექსპონანტებს.მაგრამ მაინც ნაკლებია ფოტოგამოფენები,არადა შეიძლება ახალგაზრდების მეტი ჩართვა და ამ კუთხით დინტერესება.
-რა დამოკიდებულება გაქვთ "სელფთან"?
-ნორმალური,რა თქმა უნდა,მაგრამ სოციალურ ქსელში მომაბეზრებელი არ უნდა გავხადოთ ნაირ-ნაირ პოზებში ტრიალი.
-რამდენად განათლებულია ქუთაისელი ახალგაზრდობა ამ კუთხით?
-ფოტოტექნიკით აღჭურვილს ბევრს ვხედავ,მაგრამ რამდენად განათლებულები არიან, ვერ გეტყვით.
-თქვენთვის საინტერესო იქნებოდა მიკროჩიპი რომ არ იყოს გამოგონილი და ფოტოების გამჟღავნების ძველებური მეთოდებით გიწევდეთ ხელმძღვანელობა?
-თუ შენში ზის ეს პროფესია, მნიშვნელობა არა აქვს ჩიპით მუშაობ თუ ძველებური მეთოდით ამჟღავნებ: ისე კი,ფოტოტექნიკა უსწრაფესი ტემპით ვითარდება და პროფესიონალისთვის აუცილებელია თვალის დევნება,დროის მოთხოვნებთან ყურადღებით ყოფნა.
-რას მოუწოდებდით ზოგადად სტუდენტებს?ხომ არ გაქვთ რაიმე ფოტოგრაფისეული ლოზუნგი, რომლითაც ხელმძღვანელობთ?
-მინდა ვუთხრა: არა აქვს მნიშვნელობა,რა სპეციალობაზე სწავლობენ, ელემენტარული უნარ–ჩვევები ყველამ უნდა იცოდეს.ჩემი პროფესიული რჩევაა:"შეაჩერე წამი! დაიჭირე რაკურსი!"
-მინდა გკითხოთ, თქვენი ორი პროფესიის შერწყმა ჟურნალისტიკა და ფოტოგრაფია- თქვენთვის რაიმე მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია?
-ჩემთვის ჟურნალისტიკა და ფოტოგრაფიაა ერთ მიზანს ემსახურება:ოპერატიულად და შემოქმედებითად ვიდგე ჩემი ქალაქის და ქვეყნის სამსახურში.
-და ბოლოს, ვიცით, რომ უძღვებით ფოტოხელოვნების ტრენინგ კურსს,თუ შეიძლება მოგვიყევით თუ რას სწავლობენ ახალგაზრდები ამ ტრენინგზე,და მოგვცეთ საკონტაქტო ინფორმაცია მომავალი ტრენინგზე დასწრების მსურველებისთვის

საკონტაქტო ინფორმაცია - 598722440 თამარ ბერეკაშვილი.
ვახტანგ კაჩუხაშვილი
No comments:
Post a Comment