“ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?...” ნეტავ დღემდე თუ გაგვიაზრებია რატომ ვართ, ან უნდა ვიყოთ, ან ვიქნებით ბედნიერები?! ილიას ყველაზე უკეთ ესმოდა, რატომ ვართ ქართველები ბედნიერები და აკეთებდა ყველაფერ იმისთვის, რომ ჩვენს “საქართველოო, ლამაზოს” ეროვნულ ბედნიერებამდე მიეღწია.
რომც არ წაიკითხო, რომც არ გაიგონო, რომც არ დაინახო, სისხლი ყოველთვის გეტყვის, რომ შენ, ქართველო, ბედნიერი ხარ. ყველამ ვიცით, რა წარსული გამოვიარეთ. სწორედ ამ წარსულის ხსოვნა გვაძლევს ახალ ძალას ბრძოლისათვის. ყოველ დროს უკიდურესი გაჭირვების ჟამს ქართველს არასდროს დაუკარგავს იმედი ბედნიერი მომავლისა. სხვადასხვა დროში ამ იმედს სხვადასხვაგვარი სახე ჰქონდა. ახლა კი საინტერესო ის არის, რისი იმედი გვაქვს ჩვენ XXI საუკუნის ქართველებს და გავუმართლეთ თუ არა ჩვენს წინაპრებს იმედი ბედნიერებისა.
საქართველოს მრავალ ჭირნახულ დღეთა სიას კიდევ ერთი, დღევანდელობა, შეემატა.
ვნატრობთ ილია ჭავჭავაძეს და როგორც მისი ურჩობა დღეს სატირალი გაგვიხდა, უფრო ძვირად დაგვიჯდება ჩვენი უწმინდესის არმოსმენა, მისი სიბრძნის არ გაგება და ცხოვრებაში არგამოყენება.
დღესდღეისობით საქართველოს სულიერი მდგომარეობა, ერთი შეხედვით, დადებითად შეიძლება
შეფასდეს. ილია II-ის პატრიარქად კურთხევის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. უწმინდესმა შეძლო და საქართველოს ეკლესია ურყევად დააყენა ფეხზე. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები გვქვია, გვწამს, გვჯერა შემოქმედისა. დავდივართ ტაძარში, ვმონაწილეობთ საეკლესიო საიდუმლოთა შესრულებაში, თითქოს ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც საჭირო... საქმე ისაა, როგორ ვცხოვრობთ? ვცხოვრობთ ამ წუთისოფელს მიჯაჭვულნი. ვცდილობთ ამქვეყნიურით ვიყოთ ბედნიერნი, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ რაღაც არ გამოდის... ყველაფერიც რომ გვქონდეს, რაც კი ოდესმე გვინატრია, მაინც რაღაც გვაკლია... და, სამწუხაროდ, არ გვინდა გავიგოთ, რომ ეს რაღაც, რაც ბედნიერებას გვაშორებს, სულიერი სიმშვიდეა. თითქოს, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ არ გვინდა დავიჯეროთ. ბოროტმა ისე მოგვახვია თავისი მარწუხები, ძალიან გვიჭირს მისგან თავის დაღწევა. ჩვენ არ გვინდა რომ რამე გვიჭირდეს და ვნებდებით, ჩავდივართ ყველაზე დიდ უბედურებას, ვემონებით დემონს, ვკარგავთ თავისუფლებას. ასეთი ადამიანი კი ვერასდროს შეიგრძნობს ვერც საკუთარ და ვერც ერის ბედნიერებას.
ადამიანმა
ტექნიკა განავითარა, გააკეთა ახალი აღმოჩენები, შეისწავლა კოსმოსი და კიდევ უამრავი რამ... ამ ყველაფერმა პიკს სწორედ ჩვენს საუკუნეში მიაღწია. ამდენმა აღმოჩენამ და წარმატებულმა ექპერიმენტებმა იმდენად დაგვარწმუნა საკუთარ თავში, საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ, ადამიანებს, ყველაფერი შეგვიძლია... გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. მაგრამ დაგვავიწყდა, რომ ეს შესაძლებლობა გვაჩუქეს, გვაჩუქეს ტვინი, რომლითაც ვიაზროვნეთ, რომ რაღაც შეგვექმნა და გვაჩუქეს სული, უკვდავი სული, რაც ერთადერთი მიზეზია ჩვენი სიცოცხლისა….
სწრაფად ვითარდება ჩვენი გონებრივი შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო გვარწმუნებს საკუთარ თავში. მაგრამ ეს რწმენა საბოლოოდ მაინც განიცდის მარცხს. თუ ამის არ გჯერათ, გავიხსენოთ ცნობილი ათეისტი ფილოსოფოსები, რომლებიც მთელი ცხოვრება ცდილობდნენ დაემტკიცებინათ ხალხისა და საკუთარი თავისათვის შემოქმედისა არარსებობა, მაგრამ სიცოცხლის ბოლოს ყველა მათგანმა აღიარა, რომ ამ ამოუცნობი სამყაროს ერთადერთი შემოქმედი ღმერთია.
უკვე ყველგან და ყველაფერში იგრძნობა, რომ ჩვენი ზნეობა სადღაც გაქრა. ეს იგრძნობა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანთა ურთიერთობებში. ახალი თაობა უზნეო გახდა. განათლების სისტემამ ბავშვებს ასწავლა, რომ თურმე მგზავრობისას უფროსს ადგილი არ უნდა დაუთმო, რადგან ფული გადახდილი გაქვს. ქალებმა და მამაკაცებმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს, ოჯახის შექმნის გარეშე. ამის გამო გახშირდა აბორტი, დედები შვილის მკვლელები გახდნენ. ძალიან გააქტიურდნენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები. ტრანს სექსუალებმა უკვე “სრულფასოვანი ოჯახის” შექმნაზე ღიად დაიწყეს საუბარი და დედობის სურვილიც გამოთქვეს. სწორედ ეს ადამიანები რატომღაც ქართულ მენტალიტეტზე საუბრობენ. ქართველ პოლიტიკოსებს ამდენი ტყუილისგან გაეზარდათ ზოგს “პინოქიოს ცხვირი” ზოგს - “ღიპი” და ზოგს - ბიუჯეტი. და ატყუებენ ვის, ქართველ კაცს, რომლისთვისაც ღმერთის, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარული ყველაფერს ნიშნავს, ქართველ ქალს, დედას, რომელიც 9
შვილს სამშობლოს სწირავს, ქართველ შვილს, რომელიც ყველაზე მეტად დედასა და სამშობლოს აფასებდა. თითოეულ ქართველს, რომელიც იბრძვის სამშობლოს ბედნიერებისათვის... მაგრამ, ვაი რომ, ასეთი ქართველები სადღაც დაკარგულან... ასეთ ქართველს ტყუილს ვერვინ შეჰბედავდა, დღეს კი უარესსაც ვიმსახურებთ... აი, სადამდე დავეცით... აი, სად დამთავრდა ჩვენი ზნეობა...
სადა ხართ, ქართველებო?! სადა ხართ, გორგასლის, აღმაშენებლის, რუსთაველის, მეფე თამარის, ქეთევან დედოფლის, ბარათაშვილის, გოგებაშვილის, ჭავჭავაძის, ტაბიძის, ვაჟა-შაველას, წერეთლის, გურამიშვილის, დადიანის, ლორთქიფანიძის, ჯავახიშვილის და სხვათა შვილებო?!
სადა ხართ თქვენ, ვისაც ქართული მიწა ყველაზე მეტად გიყვარდათ?!
სადა ხართ თქვენ, ვისაც სამშობლოსგან შორს ყოფნა გულს ფერფლად გიქცევდათ?! სადა ხარ ერო, ქართველო ერო, ბედნერო?! სადა ხარ ლაზარე, სამისა დღისა მკვდარო?! აღსდექ ლაზარე! აღსდექ განწმენდილი, თავისუფალი! აღსდექ ძველი დიდებით!
“ნუ გეშინიათ ხალხო!...
ისევ დაგვებადება აღმაშენებელი, რუსთაველი, თამარი! ქუდზე კაცი, ქუდზე კაცი გამოვიდეს და დავიხსნათ მამული! აღსდექ საქართველო! აღსდექ საქართველო! აღსდექ საქართველო!...“ (გიორგო ლეონიძე)