Sunday, 28 June 2015

ბედნიერი ერი


  “ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?...” ნეტავ დღემდე თუ გაგვიაზრებია რატომ ვართ, ან უნდა ვიყოთ, ან ვიქნებით ბედნიერები?! ილიას ყველაზე უკეთ ესმოდა, რატომ ვართ ქართველები ბედნიერები და აკეთებდა ყველაფერ იმისთვის, რომ ჩვენსსაქართველოო, ლამაზოსეროვნულ ბედნიერებამდე მიეღწია.
      რომც არ წაიკითხო, რომც არ გაიგონო, რომც არ დაინახო, სისხლი ყოველთვის გეტყვის, რომ შენ, ქართველო, ბედნიერი ხარ. ყველამ ვიცით, რა წარსული გამოვიარეთ. სწორედ ამ წარსულის ხსოვნა გვაძლევს ახალ ძალას ბრძოლისათვის. ყოველ დროს უკიდურესი გაჭირვების ჟამს ქართველს არასდროს დაუკარგავს იმედი ბედნიერი მომავლისა. სხვადასხვა დროში ამ იმედს სხვადასხვაგვარი სახე ჰქონდა. ახლა კი საინტერესო ის არის, რისი იმედი გვაქვს ჩვენ XXI საუკუნის ქართველებს და გავუმართლეთ თუ არა ჩვენს წინაპრებს იმედი ბედნიერებისა.
 საქართველოს მრავალ ჭირნახულ დღეთა სიას კიდევ ერთი, დღევანდელობა, შეემატავნატრობთ ილია ჭავჭავაძეს და როგორც მისი ურჩობა დღეს სატირალი გაგვიხდა, უფრო ძვირად დაგვიჯდება ჩვენი უწმინდესის არმოსმენა, მისი სიბრძნის არ გაგება და ცხოვრებაში არგამოყენება.
      დღესდღეისობით საქართველოს სულიერი მდგომარეობა, ერთი შეხედვით, დადებითად შეიძლება  შეფასდეს. ილია II-ის პატრიარქად კურთხევის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. უწმინდესმა შეძლო და საქართველოს ეკლესია ურყევად დააყენა ფეხზე. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები გვქვია, გვწამს, გვჯერა შემოქმედისა. დავდივართ ტაძარში, მონაწილეობთ საეკლესიო საიდუმლოთა შესრულებაში, თითქოს ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც საჭირო... საქმე ისაა, როგორ ვცხოვრობთ? ვცხოვრობთ ამ წუთისოფელს მიჯაჭვულნი. ვცდილობთ ამქვეყნიურით ვიყოთ ბედნიერნი, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ რაღაც არ გამოდის... ყველაფერიც რომ გვქონდეს, რაც კი ოდესმე გვინატრია, მაინც რაღაც გვაკლია... და, სამწუხაროდ, არ გვინდა გავიგოთ, რომ ეს რაღაც, რაც ბედნიერებას გვაშორებს, სულიერი სიმშვიდეა. თითქოს, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ არ გვინდა დავიჯეროთ. ბოროტმა ისე მოგვახვია თავისი მარწუხები, ძალიან გვიჭირს მისგან თავის დაღწევა. ჩვენ არ გვინდა რომ რამე გვიჭირდეს და ვნებდებით, ჩავდივართ ყველაზე დიდ უბედურებას, ვემონებით დემონს, ვკარგავთ თავისუფლებას. ასეთი ადამიანი კი ვერასდროს შეიგრძნობს ვერც საკუთარ და ვერც ერის ბედნიერებას.
          ადამიანმა  ტექნიკა განავითარა, გააკეთა ახალი აღმოჩენები, შეისწავლა კოსმოსი და კიდევ უამრავი რამ... ამ ყველაფერმა პიკს სწორედ ჩვენს საუკუნეში მიაღწია. ამდენმა აღმოჩენამ და წარმატებულმა ექპერიმენტებმა იმდენად დაგვარწმუნა საკუთარ თავში, საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ, ადამიანებს, ყველაფერი შეგვიძლია... გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. მაგრამ დაგვავიწყდა, რომ ეს შესაძლებლობა გვაჩუქეს, გვაჩუქეს ტვინი, რომლითაც ვიაზროვნეთ, რომ რაღაც შეგვექმნა და გვაჩუქეს სული, უკვდავი სული, რაც ერთადერთი მიზეზია ჩვენი სიცოცხლისა….
     სწრაფად ვითარდება ჩვენი გონებრივი შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო გვარწმუნებს საკუთარ თავში. მაგრამ ეს რწმენა საბოლოოდ მაინც განიცდის მარცხს. თუ ამის არ გჯერათ, გავიხსენოთ ცნობილი ათეისტი ფილოსოფოსები, რომლებიც მთელი ცხოვრება ცდილობდნენ დაემტკიცებინათ ხალხისა და საკუთარი თავისათვის შემოქმედისა არარსებობა, მაგრამ სიცოცხლის ბოლოს ყველა მათგანმა აღიარა, რომ ამ ამოუცნობი სამყაროს ერთადერთი შემოქმედი ღმერთია.
   უკვე ყველგან და ყველაფერში იგრძნობა, რომ ჩვენი ზნეობა სადღაც გაქრა. ეს იგრძნობა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანთა ურთიერთობებში. ახალი თაობა უზნეო გახდა. განათლების სისტემამ ბავშვებს ასწავლა, რომ თურმე მგზავრობისას უფროსს ადგილი არ უნდა დაუთმო, რადგან ფული გადახდილი გაქვს. ქალებმა და მამაკაცებმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს, ოჯახის შექმნის გარეშე. ამის გამო გახშირდა აბორტი, დედები შვილის მკვლელები გახდნენ. ძალიან გააქტიურდნენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები. ტრანს სექსუალებმა უკვესრულფასოვანი ოჯახისშექმნაზე ღიად დაიწყეს საუბარი და დედობის სურვილიც გამოთქვეს. სწორედ ეს ადამიანები რატომღაც ქართულ მენტალიტეტზე საუბრობენ. ქართველ პოლიტიკოსებს ამდენი ტყუილისგან გაეზარდათ ზოგსპინოქიოს ცხვირიზოგს -ღიპიდა ზოგს - ბიუჯეტი. და ატყუებენ ვის, ქართველ კაცს, რომლისთვისაც ღმერთის, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარული ყველაფერს ნიშნავს, ქართველ ქალს, დედას, რომელიც 9 შვილს სამშობლოს სწირავს, ქართველ შვილს, რომელიც ყველაზე მეტად დედასა და სამშობლოს აფასებდა. თითოეულ ქართველს, რომელიც იბრძვის სამშობლოს ბედნიერებისათვის... მაგრამ, ვა რომ, ასეთი ქართველები სადღაც დაკარგულან... ასეთ ქართველს ტყუილს ვერვინ შეჰბედავდა, დღეს კი უარესსაც ვიმსახურებთ... აი, სადამდე დავეცით... აი, სად დამთავრდა ჩვენი ზნეობა...
    სადა ხართ, ქართველებო?! სადა ხართ, გორგასლის, აღმაშენებლის, რუსთაველის, მეფე თამარის, ქეთევან დედოფლის, ბარათაშვილის, გოგებაშვილის, ჭავჭავაძის, ტაბიძის, ვაჟა-შაველას, წერეთლის, გურამიშვილის, დადიანის, ლორთქიფანიძის, ჯავახიშვილის და სხვათა შვილებო?! სადა ხართ თქვენ, ვისაც ქართული მიწა ყველაზე მეტად გიყვარდათ?! სადა ხართ თქვენ, ვისაც სამშობლოსგან შორს ყოფნა გულს ფერფლად გიქცევდათ?! სადა ხარ ერო, ქართველო ერო, ბედნერო?! სადა ხარ ლაზარე, სამისა დღისა მკვდარო?! აღსდექ ლაზარე! აღსდექ განწმენდილი, თავისუფალი! აღსდექ ძველი დიდებით!

    “ნუ გეშინიათ ხალხო!... ისევ დაგვებადება აღმაშენებელი, რუსთაველი, თამარი! ქუდზე კაცი, ქუდზე კაცი გამოვიდეს და დავიხსნათ მამული! აღსდექ საქართველო! აღსდექ საქართველო! აღსდექ საქართველო!...“ (გიორგო ლეონიძე

ზღვა–რი

 აფხაზეთი-ადგილი, რომელსაც შენი სამშობლო ჰქვია, მხოლოდ ჰქვია, სინამდვილეში, თავისუფლების სიყვარულისთვის ჩვენი დასასჯელი ინსტრუმენტია რუსეთის ხელში. ეს არის მიწის ნაგლეჯი, რომელიც დიდი ხანია მზადდება გადასაყლაპად. საქართველო, პატარა ერი, პასუხისმგებელია ისტორიის წინაშე, რომ აფხაზეთმა იარსებოს. ჩვენ ისევე უნდა ვიზრუნოთ აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე, როგორც საკუთარზე.
 როდესაც ადამიანს ეუბნებიან, რომ არ აქვს საკუთარ სახლში თავისუფლად მისვლის უფლება, ძნელი მისთვის ამის გაგება და შეგუება. მინდა ვისაუბრო იმ ადამიანთა სახელით, რომლებსაც საერთო ტკივილი, აფხაზეთი გვაერთიანებს. უნდა ვთქვა ჩემი გულის ტკივილი, ფიქრები, რასაც იწვე დღევანდელი იქ არსებული მდგომარეობა.
   ის უფრო გაიგებს ჩემს ფიქრებს, ვინც ოდესმე მაინც ყოფილა აფხაზეთში და უგრძვნია შიში. შიში იმისა, რომ ვიღაც დაიჭერს, უფროსობას დაუწყებს და თავისუფლებას შეუზღუდავს საკუთარ კუთხეში.
   არ იქნება სწორი, რომ გითხრათ: "იცი, მე აფაზეთში წავედი", რადგან ამას წასვლას ნამდვილად ვერ დავარქმევ. მართებული იქნება ვთქვა: "ჩემს კუთხეში ჩუმად შევიპარე".
   მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი, ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდი სოფელში, ვნახავდი ბებიასა და ბაბუას, შევიგრძნობდი იქაურ ჰაერს. პატარა ვიყავი და იმდენად ვერ ვხვდებოდი რა სიძნელეებთან იყო დაკავშირებული იქ ჩემი ჩასვლა. სახლში მისულს ყურში ჩამესმოდა დამხვდურების ერთი და იგივე ფრაზა: -"შვილო თქვენს მოსვლამდე ნერვიულობისაგან ლამის მოვკვდით, როგორ მოახერხეთ მოსვლა და რუსებისგან თავის დაღწევა?"...ეს სიტყვები გონებაში ჩამრჩა.
   გავიზარდე, თუმცა ბევრი არაფერი შეცვლილამინდა წავიდე ჩემს ტკბილ მოგონებებით სავსე ადგილას, მაგრამ "არ მაქვს უფლება"! თუმცა თავს არც იმის უფლებას ვაძლევ, რომ მივატოვო იქ წვალებით ჩაღწევაზე ფიქრი და ხელის ჩაქნევით უარი ვთქვა ჩემს მიწა-წყალზე.
   ერთ დღეს, როდესაც სულში აფხაზეთის მონატრება ვიგრძენი, გადავწყვიტე  კიდევ ერთხელ გამერისკა და გავპარულიყავი. როდესაც საზღვარს მივუახლოვდი, მესმის ტელეფონის ზარი და მამაჩემის სიტყვები: - “ფეხი არსად გაადგა, თორემ რუსები დგანან და დაგიჭერენ". მაინც არ დავნებდი და მივადექი წყალს, რომელიც ფეხით უნდა გადამერბინა. იქ დიდი ალბათობაა იმისა, რომ სიჩქარეში ფეხი აგებნას ან დაგიცურდეს, თუ ზამთარია-გაგეყინოს. ვგრძნობდი ტკივილს, მაგრამ რაღაც ძალა არ მაძლევდა დანებების უფლებას. ამ ერთხელაც გადავურჩი დაჭერას და ჩავაღწიე სახლში შიშგამოვლილმა...
   რამდენი რისკი, რამდენი ტანჯვა, ცრემლების ღვრა, ქალების ქვითინი, პატარების ტირილი, მოხუცების ოხვრა უნახავს ჩემს თვალებს. არასოდეს დამავიწყდება, ერთხელ, ზუგდიდში უნდა წამოვსულიყავი სწავლის გამო. დადგა ისევ "გაპარვის" დრო. მოვდიოდი და თითოეულ წინ გადადგმულ ნაბიჯში ვგრძობდი თუ როგორ ნელ-ნელა ვშორდებოდი სახლ-კარს და თანდათან მიპყრობდა შიში, რომ მე იქ ვეღარასდროს დავბრუნდებოდიმოვდივარ და რას ვხედავ.... დაბეჩავებული, განადგურებული, შავებში ჩაცმული ქალი მუხლქვეშ ჩავარდნოდა რუსს და ევედრებოდა, რომ საღზვარზე გაეშვა, რათა წამლები ეყიდა თავისთვის. ღმერთო! არასოდეს დამავიწყდება  ქალის საცოდავი სახე და რუსის უხეში მოქცევა, დაუნდობლობა, მკაცრი უარი და ხელის კვრა. ეს იმდენად დამამცირებელი და ძნელად ასატანი იყო ჩემთვის, თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა. ძნელია უსამართლობასთან შეგუება. დედას ჩავჭიდე ხელი და მაგრად მოვუჭირე, რომ   მომეთმინა და არ მიმეფურთხებინა სულში რუსისთვის. პირველად მაშინ ვიგრძენი ზიზღი და  მათ მიმართ, თვალები ცრემლებით ამევსო, მონდოდა მოხუც ქალთან მივსულიყავი და მასთან ერთად მეტირა...
   ქართველი ადამიანის სული იმდენად მებრძოლი და ძლიერია, რომ ადვილად არასდროს ნებდება. ადამიანს გაჭირვება ძალას ჰმატებს. ვინ მოთვლის, რამდენი ნერვიულობისა და ჯანმრთელიბის ფასად უჯდება იქ მცხოვრებთ ჯერ ჩასვლა და შემდეგ იქაურ პირობებთან შეგუება.
   არ შემიძლია არ მოგიყვეთ ამბავი, რომელიც მდინარე ენგურზე მოხდა. ზაფხულის ერთი დღე იყო, მორიგი სახიფათო დღე ჩემს ცხოვრებაში, უნდა ჩავსულიყავი სოფელში. რადგან ზაფხული იყო, გადავწყვიტე გავპარულიყავი წყლით და გადავსულიყავი მალულად ფონით. სანამ წყალში შევალ ათასი ზარია ჩემს ტელეფონზე, ნათესავები მარიგებენ, მირჩევენ სიფრთხილეს და მეხმარებიან, რითაც შეუძლიათ...  ისინი ამ დროს ენგურს მიღმა არიან და მელოდებიან. ძალას მმატებდა ჩემი ძმა, რომელიც ჩემს გვერდით იყო და მამშვიდებდა: ნუ გეშინია, ამ ერთსაც გავუძლებთ ერთად და სულ მალე ისევ შევძლებთ ჩვენს მიწა-წყალზე თვისუფლად  სიარულს. შევდივართ წყალში და ათასი აზრი მიტრიალებს თავში, მინდა უცებ გადავლახო ზღვარი, მაგრამ შიში მერევაღვთის წყალობით, ამ ერთხელაც დავაღწიეთ თავი და შევძელით ჩასვლა. იქაური ჰაერის სუნმაც კი ყველაფერი დამავიწყა, გულში სითბო ჩამეღვარა. დაგვხვდა მამიდა და ბიძა, რომლებიც. ბუნებრივია, ანერვიულებულები არიან და ჩვენს დანახვაზე ამოისუნთქეს. ჩვეულებრივ, ყოველ ჩვენს მისვლაზე ასე ხდება, თუმცა შევამჩნიე, რომ რაღაც რიგზე ვერ იყოდა აი, თურმე რა.. მამიდაჩემი ტერიტორიის შესამოწმებლად იყო გამოსული, რომ დარწმუნებულიყო რუსი არსად იყო და უცებ რას ხედავს, წყალში რაღაცა ტივტივებს. ნელ-ნელა უახლოვდება და რწმუნდება, რომ ეს ადამიანის გვამია. გაირკვა, რომ მსხვერპლი მამაკაცი ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას და უცებ ძაღლების ხმა შემოესმა, ეგონა რომ რუსებმა დაიჭირეს ფაქტზე ნერვიულობას და შიშს გულმა ვეღარ გაუძლო... გარდაიცვალაეს ერთ-ერთი ცოდვაა რაც რუსეთს მხრებს აწევს და, სამწუხაროდ, ეს ერათადერათი ფაქტი არ არის, რომელიც დაფიქსირდა.
   რამდენიმე კვირის წინ მირეკავენ აფხაზეთში მყოფი ახლობლები და მეუბნებიან, რომ ჩემთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანი გარდაიცვალა. ვიგრძენი  საშინელი დანაკლისი, ტკივილი და ინსტიქტურად მივედი ჩანთის ჩასალაგებლად, გონებაში გავიაზრე, რომ უნდა  წავსულიყავი. უცებ უკან გავიხედე ცრემლიანი თვალებით და მივხვდი, რომ ვერსადაც ვერ წავიდოდი. დავკარგე ძალა და შევიძინე კიდევ ერთი მიზეზი მათი სიძულვილისა. ვიგრძენი ორმაგი ტკივილი: ძვირფასი ადამიანის დაკარგვა და უუფლებობა, უსამართლობა. ღმერთო! განა სხვას უნდა ვთხოვოთ და ვევედროთ ძვირფასი ადამიანისთვის ცრემლების დაღვრა? ან როდემდე არ უნდა გვაცალონ ტკივილის ამონთხევაც კი შეზღუდვების გარეშე....?!
   რომელ ახალგაზრდას მოუნდება იქ ცხოვრება?! განა ღირს იცხოვრო იქ, სადაც ენის თავისულებას, სიცოცხლის უფლებას გართმევენ. ბავშვობაში, როდესაც ვთამაშობდი ბაშვებთან ერთად, ერთი სული მქონდა, შაბათ-კვირა როდის მოვიდოდა, რომ მშობლიურ მიწაზე ბავშვურ მოგონებებთან ერთად მეტრიალა, ახლა კი ის სანატრელი შაბათ-კვირა ჩემთვის აღარ არსებობს და არა ჩემი სურვილით, არამედ იძულებით! ცხოვრებასა და უბრალოდ სუნთქვას შორის კი დიდი განსხვავებაა.....


P.S ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ დაღუპული 13 წლის ირაკლი ცაავაას გარდაცვალების დეტალებს, მოზარდის ახლობლებიპრესა.ჯი“-სთან ყვებიან მოზარდის ახლობლები, რომლებიც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გლოვობენ ოჯახის წევრს. მოზარდის დეიდები, ბებია და ბაბუა ვერ ახერხებენ უკანასკნელ გზაზე გააცილონ ირაკლი, რომელიც, მათი თქმით, რუსი ოკუპანტების სიჯიუტის გამო გარდაიცვალა. გარდაცვლილის ბებია, ნონა ფიფია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ .. საშვის არქონის გამო, რუსმა მესაზღვრეებმა ირაკლი და მისი მშობლები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის ხიდით არ გადმოატარეს. ნონა ფიფია: - ჩემი უფროსი შვილი წლებია ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, ბარღებში ცხოვრობს თავი მეუღლესთან ერთად. პროფესიით მასწავლებელია და ბარღების სკოლაში ასწავლის. ხშირად ჰქონდა გადაადგილების პრობლემა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვლითი გზით, ან ქრთამის მიცემით ახერხებდა ჩამოსვლას. ირაკლის რაც შეეხება, მას დაბადებისთანავე აღენიშნებოდა პრობლემები მუცლის ღრუში, 4 ოპერაცია აქვს გაკეთებული. კონსულტაციაზე წვალებით უწევდათ ზუგდიდში გადმოსვლა. ხშირად დადგენილ თანხასაც იხდიდნენ. - რა ინფორმაცია გაქვთ, რა მოხდა გუშინ? - შვილთან კომუნიკაცია ხშირად მაქვს, წინა დღეს ვესაუბრე, ბავშვები მოვიკითხე, მითხრაირაკლი თავს კარგად გრძნობსო. რას ვიფიქრებდი, რომ დღეს ჩემი ბიჭი ცოცხალი არ მეყოლებოდა. როგორც მიყვებიან, ბავშვს დილით ასტკივდა მუცელი, დედას ბავშვი სასწრაფო წესით გალში, კლინიკაში მიუყვანია. იქაურ ექიმებს ხელი არ მოუკიდიათ და უთქვამთ სასწრაფოდ ზუგდიდში გადაეყვანათ. ასეც მოქცეულან ჩემი სიძე და შვილი, თუმცა ენგურის ხიდზე მისულები რუსმა მესაზღვრეებმა არ გამოატარეს, მიზეზად . საშვი დაასახელეს და 500 ლარი მოსთხოვეს. - ბავშვი ენგურის ხიდზე დაიღუპა? - რუსი ოკუპანტების კატეგორიული უარის შემდეგ, შემოვლითი გზით წამოვიდნენ, ბავშვმა ფიზიკურ დატვირთვას ვერ გაუძლო და გზაში დაიღუპა. - გასვენებაში ჩასვლას ვერ ახერხებთ? - ჩემს ირაკლის აქ დავტირი, აქ (ზუგდიდის რაიონ სოფელ წალენჯიხაში) ვიღებთ სამძიმარს. ჩვენ არ გვაქვს . მოწმობა, შესაბამისად, აფხაზების მიერ კონტროლიებად ტერიტორიაზე გადასვლა გაგვიჭირდება. მოზარდის გარდაცვალების ფაქტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ეხმაურება. ქეთევან ბაკურაძის განცხადებით, შესაბამისი .. საშვის არქონის გამო, მისი საზღვარზე გადმოსვლა ვერ მოხერხდა. მისი თქმით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ყველა რესურსი მობილიზებული იყო ბავშვის დასახმარებლად, თუმცა მან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ვერ მოახეხა და გზაში გარდაიცვალა.

ბაია იზორია