Tuesday, 31 March 2015

ქუთაისის საგანძური

  ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის უახლოესი პერიოდის სახვითი ხელოვნების განვითარება უკავშირდება გასული საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს,როცა ქუთაისში თავი მოიყარეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებმა.უამრავი ნიჭიერი ადამიანის არსებობამ განაპირობა გალერეის შექმნა.1961 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით ქუთაისში გაიხსნა სახვითი ხელოვნებისგალერეა,რომელსაც კულტურის სამინისტრომ გადასცა სამხატვრო ფონდში დაცული ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრები.2 წლის შემდეგ გალერეის ფართი დაეთმო მხატვართა კავშირს.ამ ყველაფერმა წამოჭრა ახალი გალერეის დაარსების აუცილებლობა და აი 1976 წლის 27 აპრის ქუთაისის ისტორიულ ცენტრჭი მდებარე შენობაში გაიხსნა სახვითი ხელოვნების გალერეა.1988 წლიდან გალერეას ეწოდა დიდი ქართველი მოდერნისტი მხატვრის დავით კაკაბაძის სახელი.
  დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის ფერწერის ფონდში დაცულია 700-ზე მეტი ფერწერული ტილო,როგორც ქართველი მხატვრებისა ისე უცხოელების.ქანდაკების ფონდში კი 232 სკულპტურული ნაშრომი.გალერეას ასევე აქვს თეარტრალურ-დეკორაციული ხელოვნების ფონდი,რომელშიც დაცული ნიმუშები  ქმნის მე-20 საუკუნის ქართული თეატრალურ-დეკორაციული მხატვრობის განვითარების ზოგად სურათს.და ბოლოს გალერეას აქვს დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფონდიც რომელიც ნათლად წარმოაჩენს ქართულ სამხატვრო სივრცეში მიმდინახე ტენდენციებს და ჟანრულ-სტილისტურ მრავალფეროვნებას.
  დაინტერესებულია დღევანდელი სტუდენტობა ხელოვნებით?ამ ყველაფრის გამოსარკვევად ჩვენ გალერეას ვესტუმრეთ
  გალერეაში შესვლისთანავე,აღსანიშნავია,ხელოვნების სურნელი და იმ ესთეტიური სიამოვნების სამომავლო განცდის შეგრძნება რომელიც იქ შემსვლელ ყველა დამთვარიელებელს ელოდება.შევედით თუ არა გალერეაში მაშინვე შეგვეგებნენ პირმცინარი ქალბატონები,რომლებმაც თავიდანვე დადებითად განგვაწყვეს გალერეის პერსონალის მიმათ.ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ მეთვალყურეს,რომელმაც ყველა დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგვცა და საგამოფენო დარბაზისკენ გაგვიძღვა.დაგვათვალიერებინა ქართველი და არამარტო ქართველი მხატვრების ნამუშევრები და დაინტერესების შესაბამის ყველა ნახატზე გვითხრა ორიოდ სიტყვა.
  დარბაზის დათვალიერების შემდეგ გალერეის გზამკვლევიც გვისახსოვრეს და იმ იმედით დაგვემშვიდობნენ რომ ჩვენი სტატიის შემდეგ უფრო მეტი სტუმარი(სტუდენტი) ეწვეოდა გალერეას.საყურადღებოა ის ფაქტი რომ სტუდენტებისთვის სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს,თუ მაგალითად უბრალო დამთვალიერებელი 2 ლარს იხდის სტუდენტს მხოლოდ 1 ლარად შეუძლია დაათვალიეროს ეს მართლას უმშვენიერესი საგანძური.
  ემოციებით დატვირთულები უნივერსიტეტში ავედით და სტუდენტების საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოვკითხეთ.შედეგმა კი ძალიან გაგვაოცა და ცოტა გაგვაბრაზა კიდეც.აღმოჩნდა რომ სტუდენტების 70%_მა იცოდა რომ ქუთაისში გალერეა არსებობდა მაგრამ მათი 20%-ც კი არ იყო ნამყოფი მასში.
  ჩემი აზრით ტრაგედიაა ის ფაქტიც,რომ თავად ქუთაისლებიც კი არ არიან ნამყოფი გალერეაში,არათუ რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტობა.მინდა მოვუწოდო ყველა სტუდენტს ვისაც აქვს შინაგანი მოთხოვნილება მიიღოს უმაღლესი ესთეტიური სიამოვნება და ეზიაროს ნამდვილ ხელოვნებას ჩაკიდეთ ერთმანეთს ხელი და ეწვიეთ დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისი სახვითი ხელოვნების გალერეას რადგან ეს ის ადგილია სადაც ნამდვილად სულ გელიან და ყოველთვის მზად არიან გიმასპინძლონ.
  ჩემი სტატია მინდა დავამთავრო ერთ-ერთი მეთვალყურის სიტყვებით: ‘’კომპიუტერით ნანახი ნახატი რა თქმა უნდა ატარებს ღირებულებას მაგრამ როცა ამ ყველაფერს ცოცხლად ნახულობ ეს ნამდვილი სიამოვნებაა.’’
ვ.კაჩუხაშვილი

ჩაშენებული სისტემების ლაბორატორია

  ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,უკვე ორ წელიწადზე მეტია რაც დაფუძნდა და არსებობს კაიზერსლაუტერნის ტქნიკური უნივერსიტეტის(გერმანია)და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი „ჩაშენებული სისტემათა ლაბორატორია“.ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია ამავე უნივერსიტეტის მეორე კორპუსში,არსებული კომპიუტერული ლაბორატორიის შესახებ.გაინტერესებთ რას ნიშნავს და საერთოდაც რას ემსახურება იგი? სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ინტერვიუ ჩამეწერა ზემოთ ხსენებული პროექტის ხელმძღვანელთან,ამავე უნივერსიტეტის ლექტორთან ბატონ თეიმურაზ სახელაშვილთან,რომელმაც ამომწურველად გვიპასუხა თითოეულ შეკითხვაზე.
     პირველ რიგში რას ნიშნავ „ჩაშენებული სისტემათა ლაბორატორია“?
ყველაფერი ის,რაც საერთოდ გამოიყენება ეს არის საოჯახო ტექნიკა,ავიაცია და ასე შემდეგ ყველაფერი ეს სისტემა გამოიყენებს ჩაშენებულ სისტემებს.ეს სისტემა გამოიყენება ისე  როგორც მიკროტალღურ ღუმელში,ასევე მანქანებში რომელსაც ეძახიან ეგრეთწოდებულ „ბორტ კომპიუტერებს“.სპეციალურ ბარათებზე რომელსაც ქვია ეფპიჯია(FPGA) ბარათები,იწერება პროგრამები და თავსდება სხვადასხვა ტექნიკაში მათ ასამუშავებლად.ისინი ემსახურებიან კონკრეტულ დავალებას.(ძირითადად ჰარდისა და სიფთის პროგრამირებას მოისაზრებს).აი მაგალითად როდესაც ხდება ავტო ავარია,უნდა გაიხსნას ეგრეთწოდებული აირბაგი,სწორედ რომ მის გახსნას ესახურება ჩაშენებული სისტემა.მოკლედ რომ ვთქვათ ჩაშენებული(ციფრული) სესტემები წარმოდგენილია ადამიანის მიერ გამოყენებულ თითქმის ყველა ელექტრო მოწყობილობაში,როგორიც არის პერსონალური კომპიეტერი,მობილური ტელეფონი,მულტიმედია,ავტომობილი,საოჯახო ტექნიკა დ სხვა...
  ბატონო თემურ ვის ეკუთვნის პროექტი?,როგრ და ვისი ხელშეწყობით განხორციელდა იგი?
  ესეიგი ეს არის ჩაშენებული სისტემების პროექტი ფაზა ორი,რომელიც ეკუთვნით გერმანელებს.დაახლოებით ორი წლის უკან ისინი ამ პროექტის ფარგლებში ჩამოსულები იყვნენ თბილისში,როგორ მოგეხსენებათ გერმანელები ძალიან ჭკვიანები არიან და ეძებდნენ ასევე ჭკვიანებს დაინტელექტუალურ ადამიანებს რათა მათ გადასცენ ინფორმაცია ამ პროექტის განსახორციელებლად,ასე ვთქვათ „მარგალიტებს“ეძებდნენ.მათი მიზანი იყო მეტი მობილობა მეორეხარისხოვან ქვენებში როგორიც ამ წუთისთვის საქართველოა.მე და ჩემმა მეგობარმა გიორგი ჩაჩუამ გავიარეთ ასე ვთქვათ ქასთინგი,იყო გასაუბრება და ამის შემდეგ,რამდენიმე ხანში დამირეკეს და მითხრეს რომ აღმოვჩნდი ამ პროექტის ერთერთი შემსრულებელი.გავემგზავრეთ გერმანიაში ხუთ თვიანი სასწავლო კურსით,შევისწავლეთ ოთხი საგანი,მიზანი იყო შემდგომ ეს საგნები ჩამოგვეტანა და დაგვენერგა უნივერსიტეტში:ციფრული სისტემების საფუძვლები,ჩიფრული სისტემების არქიტექტურა 1 და 2,ლაბორატორია ეფპიჯია ბარათებზე სამუშაოდ.გარდა იმისა რომ ჩვენ დავტრენინგდით ,უნდა შეგვექმნა ჩაშენებულ სისტემათა ლაბორატორია,სადაც ახლა თქვენ იმყოფებით.უნივერსიტეტმა დიდი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში,გადმოგვცა ოთახი,შეგვიკეთა,ასევე შეიზინა ავეჯი,ხოლო დანარჩენი ტექნიკა რაც კი რამ არის გადმოგვცეს გერმანელებმა,ევროპული სტანდარტის ტექნიკა,ორი ეფპიჯია ბარათი,რომელიჩ სპეციალური საბუთის მეშვეობით წამოვიღე და ასევე 3D პრინტერი,რომელის სამგანზომილებიან ობიექტებს ბეჭდავს.ჩვენ ჩამოვიტანეთ ჩვენი ნამუშევრები,ასევე ნათარგმნი ინგლისური ენიდან,დავით ლეკვეიშვილი გვერდით დაგვიდგა როცა მვმართეთ და ვუთხარით რომ გვინდოდა ჩაშენებული სისტემების ერთერთი მოდული,მე და გიორგი ჩაჩუამ გავაკეთეთ სილაბუსები და ამის მერე  საბჭომაც დაამტკიცა,ასე რომ მესამე კურსიდან უკვე შეუძლიათ სტუდენტებს შესწავლა ამ ველაფრის.ისინი ირჩევენ რა მიმართულებით უნდათ წასვლა.
 შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ წარდგენა ჩვენი პროექტის,რომელსაც ორმოცამდე სტუდენტი ესწრებოდა,ჩვენ ველოდებოდით დაახლოებით თორმეტ სტუდენტს,დაინტერესდა ცამეტი სტუდენტი,ასეც უნდა მომხდარიყო რადგან ჩვენ საუკეთესოებს ვეძებდით.მათ ავუხსენით თუ რა უნდა აერჩიათ და რა არ უნდა აერჩიათ,ასევე დავპირდით,ძალიან კარგ ლაბორატორიას,დაპირება შევასრულეთ რადგან გვაქვს ერთერთი ყველაზე კარგი ლაბორატორია მთელს უნივერსიტეტში.ბავშვები თვითონ დამოუკიებლად მუშაობენ სხვადასხვა პროექტებზე.
   ამ ყველაფერს დაერთო ფაზა ორიც და პროექტის ფარგლებში გერმანელები ჩამოვიდნენ მონიტორინგზე რათა სეემოწმებინათ მუშაობის პროცესები და შედეგები,ისინიკმაყოფილნი დარჩნენ ჩვენით და დაგვიწერეა ათი ქულიდან ათი და პლიუს ამას ბონუს ქულად გადმოგვცეს 5000 ევრო.ჩვენ ამ თანხით უნივერსიტეტთან ერთად შევიძინეთ,რობოტოტექნიკა,პატარა რობოტები რომლებზეც სტუდენტები მუშაობენ,რამდენიმე ეფპიჯია ბარათი,დამცავი აღჭურვილობა,გამადიდებლები მიკროსქემებისათვის.უნივერსიტეტმა გამოგვიყო ოთახი რადგან უკვე ორი სფეროა,გვიკეთებენ რემონტს,და ახალი წლიდან იქნება ერთი კომპიუტერული ლაბორატორია და ერთი კომპიუტერული ოთახი.
 ზემოთ ხსენებული სტუდენტებიდან თუ არიან გამორჩეულები და რა გეგმები გაქვთ მომავალში?
კი,რა თქმა უნდა,ანუ ყველანი კარგები არიან მაგრამ,არიან გამოღჩეულებიჩ,რომლებსაც განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდათ შემოქმედებთც და სრული ნდობა გამოვუჩხადეთ მათ,ესენი არიან ბექა სალუქვაძე და სალომე ონიანი.ნდობა გამომდინარეობს იქიდან რომ,მათ აქვთ ოთახის გასაღები და ნებისმიერ დროს მოდიან და სურვილისამებრ მუშაობენ თავიანთ საქმეზე.ეს არის თანამედროვე მიდგომა სწავლებისა.სალომემ და ბექამ თავიანთი ხელით სექმნეს რობოტები,ახლა მუშაობენ სპეციალურ პლატაზე,რომელსაც ქვია ზედბორტი,მინდა ხაზი გავუსვა,რომ ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ.მათზე დიდ იმედებს ვამყარებ და დარწმუნებული ვარ,რომ კარგ შედეგებზე გავლენ.ანუ სამომავლო გეგმები დიდია.
 როგორც ვხედავთ ჩაშენებული სისტემების ლაბორატორია საკმაოდ წარმატებულად და აქტიურად მუშაობს,ძალიან სამწუხარდ უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობას სწარმოდგენაც არ აქვს რომ არსებობს ასეთი კარგად აღჭურვილი ლაბორატორია სადაც იქმნება ტექნიკის უნიკალური შედევრები და სადაც ვითარდებიან სტუდენტები როგორც პროფესიონალები.ლაბორატორიის  გაფართოება კი მეტყველებს იამზე რომ დაინტერესება დიდია და ფართო მასშტაბებზეა გათვლილი.იგი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს ბევრ წარმატებას მოუტანს,და ასევე დააინტერესებს ბევრ სტუდენტს.სამუშაო პროცესი საინტერესო და სასიამოვნოა ევროპული სტანდართებისგან გამომდინარე.წარმატებები ვუსურვოთ ბატონ თეიმურაზს და თავის სტუდენტებს.ვიმედოვნებთ რომ ამ პროექტის მიმართ უნივერსიტეტი გამოიჩენს მეტ ყურადებას და ფართო მაშტაბით გაუხსნის გზებს „ჩაშენებული სისტემების ლაბორატორიის“ „მარგალიტებს“.
                                            ე.ქარციძე
  

Friday, 27 March 2015

მუზეუმი ღია ცის ქვეშ

‘’დაბლა მახვში ზის,მაღლა არწივი კრავს კამარას და ისევ ისე მოჰქუხს ნადავლიანი ენგური....’’
                                 ა.გელოვანი

  ‘’თუ საქართველო ოდნავ მაინც გიყვარს,სვანეთში უნდა წახვიდეთ!’’ვინც ილია ჭავჭავაძის ამ რჩევას გაითვალისწინებს,მას მიეცემა საშულება იმოგზაუროს წარსულის ცოცხალ მუზეუმში,სადაც ქვაშია ჩაკირული უძველესი ქართული ტომის ისტორია.
  ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის განვითარებამ სვანეთს მსოფლიო არენაზე გასვლის საშუალება მისცა,ეს კუთხე ძალიან ბევრ ტურისტს მასპინძლობს,რომელთა რიცხვიც ყოველწლიურად მატულობს.სამწუხაროდ ბევრ ქართველს კი არ უნახავს ისტორიისა და კულტურის ეს საგანძური, რომელიც უმშვენიერეს სინთეზს ქმნის თვალწარმტაც ბუნებასთან ერთად.
  სვანეთი გეოგრაფიულ-ადმინისტრაციულად რთულად მისადგომია,მაგრამ საკმარისია მის რომელიმე ნაწილში იმოგზაუროთ,რომ წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაიტვირთოთ.სვანეთის სავიზიტო ბარათია უშგული(ბალს ზემო სვანეთი) იგივე ‘’თავისუფალი,უბატონო სვანეთი’’,რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე ენგურის სათავესთან მდებარეობს.უსაზღვრო იალაღებითა და ბუმბერაზი მთებით შემორკალულ სივრცეში,სადაც თავისუფლების საამო სურნელი ტრიალებს,სადაც ‘’მყინვართა სუნთქვა იგრძნობა და გგონია ცას ხელით შეეხები’’.
   უშგულში ჩასული ყველა სტუმრის გაოცებას იწვევს ხალხური ხურორთმოძღვრების ძეგლები_კოშკები.რომელთა სიმტკიცეც ჟამთა დაუნდობელმა სვლამ და მტრის ურდოების შემოსევებმა გამოსცადა.დღემდე უცნობია კოშკების შედუღაბების ხელოვნება,მის შესწავლაზე მუშაობენ,როგორც ქართველი,ასევე უცხოელი მეცნიერებიც.
  უძველესი ხალხური გადმოცემით უშგული თამარ მეფის საუფლო მხარე ყოფილა,ის სხვებზე მეტად სვანებს ემხრობოდა.არსებობს თქმულება რომლის მიხედვითაც თამარი ზაფხულს სვანეთში ატარებდა და სწორედ აქ უძღვნა რუსთაველმა ‘’ვეფხისტყაოსანი“.თამარი იქ კოშკებსა და ეკლესიებს აგებდა.თქმულებებსა და ლეგენდებს არ გავუწევდით ანგარიშს ამ ყველაფრის ფაქტობრივი მასალა რომ არ არსებობდეს.უშგულში თამარ მეფის საზამთრო კოშკი(რეზიდენცია) საბჭოთა კავშირის ‘’მშრომელებს’’ დაუნგრევიათ და მის ადგილას ფერმა აუგიათ.ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი.საზაფხულო კოსშკი კი ახლაც ამაყად გადმჰოყურებს მთელს უშგულს სოფელ ჩაჟაშიდან.ხალხის რწმენით თამარი სვანეთშია დაკრძალული,რაც უახლოეს წარსულში არქეოლოგიური გათხრის საბაბი გახდა ‘’მაცხვარის’’(მაცხოვრის) ტაძარში.
  უშგულის კოშკებისა და ეკლესიების უმრავლესობა,შესაბამისად, XII საუკუნით თარიღდება,თუმცა გვხვდება უფრო ადრეული საუკუნეების ძეგლები.ნიჟარაძეების საგვარეულო კოშკში ინახება ბევრი ძვირფასი ნივთი,რომლებიც განიავებასა და მოპარვას გადაურჩა.მათ შორის უცხოური ხელოვნების ნიმუშები,როგორიცაა გერმანული ვერცხლის ფიალა და სირიული თასი.ბაგრატიონთა საგანძურიდან შემორჩენილია:ლაშა გიორგის ოქროში ამოვლებული ვერცხლის ქამარი,მოოქროვილი სახარება და თამარის ოქროს ქოში.მე-20 საუკუნის ბოლოს დადებული მონაცემებით აღრიცხულია სულ 1160 დასახელების 3011 ნივთი,მათ შორის 127 ხატი და ჯვარი.უშგულში სვანეთის შვიდი უძლიერესი ეკლესიაა,სადაც წყდებოდა სისხლ-მესისხლეობის ყველა საქმე ხატზე დაფიცებით.ამ ეკლესიების სახელწოდებებიდან მეცნიერების ყურადღებას იქცევს აზიური სახელი ‘’ფუსდ’’ .აქ ტარდება წარმათული მაზდეანური რიტუალი,რომელიც ცეცხლთაყვანისმცემლობის გადმონაშთია.ამ და სხვა ეტიმოლოგიური მნიშვნელობების საფუძველზე ეთნოგრაფია საუბრობს სვანთა და შუმერთა ნათესაობაზე.ტურისტების საყვარელ ადგილია ‘’ლამარიას’’ ღვთისმშობლის ტაძარი,რომელიც X საუკუნით თარიღდება და რომლის კედლებზეც დღემდეა შემორჩენილი უძველესი ფრესკები(მათ შორის,საიდუმლო სეორობა)
  სოფელი ჩაჟაში 1996 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში და მიმდინარეობს ზემოთ ხსენებული კულტურული ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაცია.უშგულს როგორც ალპინისტურ-ტურისტულ-რეკრაციულ ადგილს ადგილს მსოფლიო მასშტაბით იცნობენ და მას საქართველოს ‘’ოლიმპოს’’უწოდებენ.
  იმედია საქართველოს სხვა კუთხეების წარმომადგენლებიც დაინტერესდებიან საკუთარი წარსულის ღრმა ფესვებით და მომავალ სეზონს უშგულში გაატარებენ,სადაც უმასპინძლებენ სტუმართმოყვარე სვანები,რომლებსაც ასე ენატრებათ ქართველი სტუმრები.
                                                                                                 ლ.დევდარიანი